Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: სულ ახალი ამბავია, რომ ჩვენმა პოლიციელმა, რომელსაც აგრესიულმა მომიტინგეებმა თვალი დაუზიანეს, მხედველობა დაკარგა, ეს იმ აქციებზე, გახარიას რომ მშვიდობიანი აქციები ჰგონია

რასაც მშვიდობიან აქციას უწოდებს და რაც ახლახან იყო, იმ აქციაზე კიდევ ერთმა ჩვენმა პოლიციელმა დაკარგა თვალი. მას ორი ოპერაცია დასჭირდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

შარმანაშვილი გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

„იცით, რომ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვს პარლამენტის წევრების არანაკლებ ერთი მეხუთედისა. დასკვნაში ყველა მისი [გიორგი გახარიას] პასუხი. რასაც მშვიდობიან აქციას უწოდებს და რაც ახლახან იყო, იმ აქციაზე კიდევ ერთმა ჩვენმა პოლიციელმა დაკარგა თვალი. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. სულ ახალი ამბავია ეს, ჯერ გავრცელებული არ არის. მას აგრესიულმა მომიტინგეებმა დაუზიანეს თვალი. ისრაელის, ასევე თურქეთის ექიმებთან დიდი კონსულტაციები გაიმართა, თუმცა სამწუხაროდ მისი თვალის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ეს იმ აქციებზე, გახარიას რომ მშვიდობიანი აქციები ჰგონია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.