თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე: არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ
თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მიგვაჩნია, რომ მყარი არგუმენტები გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, იმაში რომ არ ვიყოთ დაიმედებული და დარწმუნებული, რომ ეს არგუმენტები იმდენად მყარია, რომ გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, არც კი წამოვიწყებდით ამ პროცედურას, მაგრამ რადგან წამოვიწყეთ, დარწმუნებულები ვართ.
შეფასება მიეცემა ასეთი ტიპის საქმიანობას არაკონსტიტუციურის. სამომავლოდ, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ეცოდინება მსგავსი ნაბიჯების გადადგმა რას გამოიწვევს მათ წინააღმდეგ და ესეც შეუწყობს ხელს კონსტიტუციური პროცედურების დაცვას, სამართლის ჩარჩოებში მოქცევას პოლიტიკური ორგანიზაციებისა.
მათ ეცოდინებათ წინასწარ, რა არ უნდა გააკეთონ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამკვიდრებდნენ არაკონსტიტუციურ სიტუაციას საქართველოში და იმ ორგანიზაციების განსაკუთრებით, რომლებიც ამას აკეთებდნენ, აეკრძალებათ საქმიანობა, რაც იქნება ძალიან სამართლიანი“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.