Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა, ცოტა გვერდზე გაიწია, „არც ისეთი რევოლუციონერი ვარ, თქვენ რომ გგონიათო“, ეს არასერიოზული ქმედებაა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს აფასებს.

შარმანაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილის ამგვარი განცხადებები არასერიოზულია და ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა.

„სანამ რევოლუციონერობანას თამაშს დაუწყებდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამას შედეგი მოჰყვებოდა, როცა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მოჰყვებოდა არა მისი პოპულარობა, არამედ შედეგი. ახლა ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა, ცოტა გვერდზე გაიწია, „არც ისეთი რევოლუციონერი ვარ, თქვენ რომ გგონიათო“. მაგრამ ეს არასერიოზული ქმედებაა, ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, რაზეც პასუხს აგებს“, - განუცხადა „იმედს“ თენგიზ შარმანაშვილმა.