თენგიზ შარმანაშვილი: გახარიას პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მესიჯბოქსი აქვთ, მათ ერთი პატრონი ჰყავთ
„ისეთ საქმიანობას აგრძელებს გახარიას პარტია და ფარულად თუ ღიად ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის არ მოწყვეტილა იმ გარემოს, რა გარემოშიც ის იყო მუდმივად“, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მესიჯბოქსი აქვთ.
„ის თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ზოგიერთ საკრებულოში ადრეც და ახლაც აგრძელებს ამ თანამშრომლობას. მათ ერთი მესიჯბოქსი აქვთ და ერთი პატრონები ჰყავთ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი საკონსტიტუციო სარჩელით ,„ქართული ოცნება“ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში, უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.