1757999153
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ბაჩიაშვილი არის კრიმინალი

„გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ბაჩიაშვილი არის კრიმინალი და ეს ვინმეს კერძო მოსაზრება კი არ არის, ეს არის ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადასტურებული“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ წამოყებული ახალი კამპანია ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც სხვა დანარჩენი.
„ამიტომ, ახლა ამ კრიმინალმა და მისმა მფარველებმა წამოიწყეს ახალი კამპანია, რომ გააშავონ ის ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, ვინც ყველაზე ძალიან დაზარალდა მისი ამ თაღლითობით. ხდება დაფინანსება ათასნაირი საერთაშორისო პრესისა, რათა ეს გამაშავებელი სტატიები გამოაქვეყნონ. ეს კამპანიაც ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც ყველა სხვა კამპანია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.