Loading data...
თენგიზ შარმანაშვილი: არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს

„თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

იგი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს. თუ რაღაც გამოგონილი ნარატივებით გააკეთებენ ამას, რაც სიახლე არ იქნება ჩვენთვის და ასეთი რამე გვინახავს კიდეც, გასაკვირი არ იქნება. მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამართლებრივი გადაწყვეტილების დროს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ვერანაირ საფუძველს ვერ იპოვიან“, - განაცხადა დეპუტატმა.