1761673879
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი აქციის მონაწილეებზე: მათ განაცხადეს, მთავარი ის არის, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ აქ ცეცხლი არ ჩამქრალა და კიდევ ღვივისო
„მათ განაცხადეს, მთავარი ის არის, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ აქ ცეცხლი არ ჩამქრალა და კიდევ ღვივისო“, - განუცხადა „იმედს“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს აქციები იმას ემსახურება, რომ თავიანთ პატრონებს მოაწონონ თავი.
„ამით უნდათ დაანახონ, რომ ისინი არ განადგურებულან, ჯერ კიდევ აგრძელებენ სიცოცხლეს და ნუ დაიშურებენ მომავალში თანხების გამოგზავნას“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის ხელოვნურად გადაკეტვის გამო შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცველებმა კიდევ 4 ადამიანი დააკავეს.