თეა წულუკიანი: ვფიქრობ, რომ სასამართლო და მოსამართლეები უნდა იყვნენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები, როგორც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთს და მათ შორის ბატონ ნიკა მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია

„მე ვფიქრობ, რომ სასამართლო და მოსამართლეები უნდა იყვნენ კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცულები, ვინაიდან როგორც ჩვენ ვხედავთ ზოგიერთს და მათ შორის ბატონ ნიკა მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ნიკა მელიას მიერ მოსამართლის მიმართ უპატივცემულობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.
მოსამართლის მიმართ უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სასამართლო პროცესზე მოსამართლისთვის წყლის შესხმაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან სანიკიძემ ისიც კი თქვა, რომ თავადაც მელიას მსგავსად მოიქცეოდა. მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ ექსტრემიზმზე საუბრობს და კანონდამრღვევ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.