Loading data...
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა

2026 წლის 3 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს.

ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა.