Loading data...
თამარ ბაგრატიონმა მეჰრიბან ალიევას სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონმა აზერბაიჯანის პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას სადილზე უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაცია მეჰრიბან ალიევას სოციალური ქსელით გავრცელდა.

„6 აპრილს თბილისში სადილი გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად, საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სახელით“, – წერია აზერბაიჯანის პირველი ლედის სოციალურ ქსელ X-ზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს, 6 აპრილს ეწვია.