1777265275
პოლიტიკა
სოსიაშვილი ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე
მან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმები და თავს ესხმის ქართველ ხალხს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი, რომელიც თავისი ბუნებით არის ანტიევროპელი, ქართველების „ბნელ“ წარსულზე ლაპარაკობს.
„ის თავად არის წამქეზებელი და დამფინანსებელი სამოქალაქო დაპირისპირების. ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი და ევროპისთვის ავტორიტეტის ძირის გამომთხრელი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.