Loading data...
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სლოვაკეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობა - დევინის ციხესიმაგრე დაათვალიერა.

მაღალი კლდის თავზე აგებულ დევინის ციხესიმაგრეს ისტორიულად სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - სწორედ აქედან კონტროლდებოდა სავაჭრო და სამხედრო გზები.

საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.