Loading data...
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე, 16 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი 16 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

„ბატონი კასისი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.

გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ეუთო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა. მოლაპარაკებების მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობა“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.