Loading data...
შარმანაშვილი „ფედერალისტების“ აკრძალვაზე: თვითონ მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ისინიც ერთიან ჭრილში განგვეხილა

„თუ, ფორმალურად, ისინი გაყოფილები იყვნენ აქამდე კრეფსითი „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა უკვე საბოლოოდ, ორგანიზაციულად, ერთი სახე მიიღეს და მათ არ გამოვტოვებდით“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას ბევრი სამართლებრივი არგუმენტი აქვს.

„ასეთ შემთხვევაში, მათ თვითონ მოგვცეს დამატებითი მტკიცებულება, რომ ისინიც ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული. იქნება სამართლიანი დავა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ“, - აცხადებს შარმანაშვილი.