Loading data...
შარმანაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ხალხის მოწამვლას

იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომლის საეკლესიო საკითხებს და პატრიარქს უკავშირდება.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მათ სძულთ საქართველოს ეკლესიაც და ქართველი ხალხის ერთიანობაც.

„უკვე ვეღარც დამალეს თავისი რეალური სახე. ხალხის მოსატყუებლადაც კი ვერ დამალეს. იმდენად სძულთ ეკლესია, იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეაც კი, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას.

როდესაც გარდაიცვალა, გასვენებულიც კი არ იყო, წესიც კი არ იყო აგებული პატრიარქისთვის, რა საზიზღრობებს არ ამბობდნენ და რა ეპითეტებით აღარ ამკობდნენ, ამ თქმა აღარ მინდა და მისი გარდაცვალების შემდეგაც ამას აკეთებენ.

პრაგმატიზმიდან გამომდინარე გაჩუმებულიყვნენ მაინც, მაგრამ იმდენად დიდი ბოღმა აქვთ, რომ გაჩუმებაც კი ვერ შეძლეს. ამასთან გვაქვს საქმე, მათ ეზიზღებათ საქართველოს ეკლესიაც და ქართველი ხალხის ერთიანობაც კი, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.