Loading data...
შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა, ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან არასერიოზული ბრიფინგი გამოუვიდათ, არც ერთი სენატორი და კონგრესმენი არ ესწრებოდა ამ სხდომას და ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას. მან „სოროსის ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები დაასახელა და გადააჭარბა მარტა კოსს. კოსი ზოგადად მაინც საუბრობდა და ეს კი კონკრეტულად ამბობს, რომელიც ორგანიზაციები აპირებენ ამის გაკეთებას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.