შარმანაშვილი ლომჯარიასა და ფიშერის შეხვედრაზე: რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი, საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია
„რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საელჩოში ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მათ განიხილეს, თუ რა დესტრუქციული ქმედებები უნდა განხორციელდეს საქართველოში.
„განიხილა ლომჯარიასთან ერთად, რა დესტრუქციული ქმედებები უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ სიტუაცია აირიოს და ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს კონტროლი, ამ ვითარებაში მოხდეს რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა. ამაზე როგორ დაგელაპრაკებოდნენ? ამაზე ვერ დაგელაპარაკებოდნენ. ჩემთვის ეს კაცი ელჩი არ არის და მე ეს არაერთხელ მითქვამს“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.