1750180159
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას პატივი მიაგო.
პარლამენტის თავმჯდომარე ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე; თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.