Loading data...
THE TIMES OF ISRAEL - ამ წუთებში, ისრაელი ირანზე ფართომასშტაბიან დარტყმას ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყნის 60 გამანადგურებელი თვითმფრინავი ირანზე ფართომასშტაბიან დარტყმებს ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL აქვეყნებს. 

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის საჰაერო ძალების 60 ბომბდამშენი „ირანის გულში ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღისთვის“ გაფრინდა. ეფი დეფრინის თქმით, ისინი ისრაელისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტების გამშვებ სისტემებს დაუმიზნებენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ირანის ძალები ცენტრალურ ირანში გაიქცნენ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი. 

„ახლა ისინი ისპაჰანიდან ცდილობენ გაშვებას[რაკეტების]“, - დასძენს დეფრინი და აღნიშნავს, რომ „ისინი დასავლეთ ირანიდან გავიდნენ, მაგრამ ჩვენ მათ დავედევნებით“. 

„ისრაელი დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმას გეგმავს“, - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრიც.

ისრაელ კაცი თეირანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

მისივე თქმით, ისრაელის პოზიცია ირანთან მოლაპარაკებების შესახებ უცვლელია.

„კატეგორიულად ვამბობთ, რომ არა! ჩვენ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ ირანთან“, - ამტკიცებს ისრაელ კაცი.