Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც - აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“

„კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ჩემს მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვდი - საჯაროდ დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულვილი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ.ზიზღი, სიძულვილი, ძალადობა და, როგორც ახლა ირკვევა, დაფინანსების თაღლითური სქემებიც - აი, რად აქციეს დღეს „პროევროპულობა“ .#სირცხვილია“, - აცხადებს პაპუაშვილი.