შალვა პაპუაშვილი USAID-ის შესახებ ფაილებზე: მინიმუმ, 13 „ენჯეო“ ვიცით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა და ამ ქსელში იყო ჩართული,ამ „ენჯეოებს“ მოუწევთ, მარტივ კითხვას გასცენ პასუხი: იცოდნენ თუ არა, რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ - ან იცოდნენ და შესაბამისად, საქართველოში უცხოური ჩარევის ხელმოწერილი აგენტები არიან, ან არ იცოდნენ და სასარგებლო იდიოტები იყვნენ
„ამ დოკუმენტებში აღწერილია, თუ რა მიზანი ჰქონდა ამ გავლენის ქსელების შექმნას“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციის მიზანი იყო აშშ-ისთვის,USAID-ისთვის და ზოგადად დამფინანსებლისთვის სასარგებლო ინფორმაციის ხილვადობის გაზრდა, გავრცელება და მისთვის უსარგებლო ინფორმაციის ხილვადობის შემცირება, წაშლა და დათრგუნვა, ეს იყო ამოცანა, რაც ფაქტობრივად პირდაპირ აღწერს პროპაგანდისტული ქსელის მიზნებს.
„ამ დოკუმენტების საფუძველზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფაქტობრივად, ბეწვზე მივასწარით გამჭვირვალობის კანონით ვითარებას საქართველოში. შეგახსენებთ, 2024 წელს, არჩევნების წინ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი და თავად ეს თემა საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ხილვადი, ამ ქსელს, რომელმაც იმუშავა 2024 წელს, სწორედ ეს გავლენა ექნებოდა, რომ ამომრჩეველს შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას და საქართველოში უცხო ქვეყნისთვის სასარგებლო მარიონეტებს დასვამდა ხელისუფლებაში.
ვიცით, რომ საქართველოში ამ ქსელის შექმნას აორგანიზებდა ბრიტანული კომპანია ZINC-ი, რომლის საქართველოს ოფისს ხელმძღვანელობდა ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, რომელიც 2020 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადადგა თავმჯდომარეობიდან. თუმცა, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 2020 წლის გაყალბებულ PVT-ში მისი მონაწილეობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო
მინიმუმ, 13 „ენჯეო“ ვიცით, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობდა და ამ ქსელში იყო ჩართული,ამ „ენჯეოებს“ მოუწევთ, მარტივ კითხვას გასცენ პასუხი: იცოდნენ თუ არა, რა ქსელში იყვნენ ჩართული და რისთვის გამოიყენებოდნენ - ან იცოდნენ და შესაბამისად, საქართველოში უცხოური ჩარევის ხელმოწერილი აგენტები არიან, ან არ იცოდნენ და სასარგებლო იდიოტები იყვნენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.