Loading data...
შალვა პაპუაშვილი: თუ იდეალებია, ღირებულებებია, ფულს იღებენ ამაში? ამით ხომ რყვნიან საერთო ჯამში პოლიტიკას, გარე ლობიზმი იკრძალება, გამოვლინდება? იქნება სისხლის სამართლის დანაშაული

თუ იდეალებია, ღირებულებებია, ფულს იღებენ ამაში? ამით ხომ რყვნიან საერთო ჯამში პოლიტიკას, გარე ლობიზმი იკრძალება, გამოვლინდება? იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საწინააღმდეგო ლობიზმზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ საქართველოში გვინდა, რომ არ იყოს პოლიტიკური გავლენა გარედან, ეს ნიშნავს მათ შორის, რომ პოლიტიკური მექრთამეობა უნდა დასრულდეს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, მათ შორის ფარა კარგ სამსახურს გვიწევდა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში პირდაპირ იხარჯებოდა ფული, იმისთვის რომ რეზოლუციებში ჩაწერილიყო სპეციალური ფორმულირებები სააკაშვილთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.

ჩვენ ვნახეთ, კორუფციის ფაქტები. ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი დაიჭირეს, მილიონ ნახევარი ევრო აღმოუჩინეს. მართლმსაჯულების ევროკომისარი, რომელსაც პირადად შევხვდი 2022 წელს, რომელიც მიხსნიდა სასამართლო ხელისუფლება როგორ უნდა მოვაწყოთ და სხვა რეფორმები როგორ უნდა ვატაროთ, კანონში რა ჩავწეროთ და რა არ ჩავწეროთ, მილიონი ევრო აღმოუჩინეს და ის მართლმსაჯულების ევროკომისარი მე მელაპარაკებოდა 12 და 9 რეკომენდაციაზე, რაღაცებს მიხსნიდა. ასეთი პოლიტიკური მექრთამეობის დაზღვევა ევროკავშირის სტრუქტურებში სამწუხაროდ არ ხდება.

თუ გვინდა, რომ არ იყოს პოლიტიკური გავლენა გარედან, ეს ნიშნავს მათ შორის, რომ პოლიტიკური მექრთამეობა უნდა დასრულდეს. აქედან ვიღაცამ ქრთამი არ უნდა გადაუხადოს უცხოეთში, რომ იმან იქიდან განცხადებები გააკეთოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.