Loading data...
შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება დესტაბილიზაციისთის, ვინ თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იცის, რა მიზნები აქვს ზოგიერთ მისიას

„ეუთოს მისიის არმიწვევა აშშ-ში აჩვენებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებისადმი ნდობის კრიზისია, განსაკუთრებით ეს ეხება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სულ უფრო მეტად ხდება სადამკვირვებლო მისიების გამოყენება, რომ დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყნებში არჩევნების შემდეგ.

„საქართველო ამის ძალიან კარგი მაგალითია, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო მისია, ევროპარლამენტის მისია პირდაპირ ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოეხდინათ და აერიათ სიტუაცია. ვიცით ფაქტებით, რომ ეს ორი დელეგაცია ზეწოლას ახდენდა ეუთოს დელეგაციაზე, რათა მათ შეეცვალათ თავდაპირველი დასკვნები. ასე რომ, ვინ თუ არა აშშ-მა და მისმა პრეზიდენტმა ყველაზე კარგად იციან სინამდვილეში რა მიზნები აქვს ხოლმე ზოგიერთ მისიას. ეს ზოგადი უნდობლობა რომ არსებობს, ამის გამოხატულებაა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე ეუთოს მისიაც არ მიიწვიეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.