1758903959
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად, საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მთავარ კანონში ბიოლოგიური სქესი ჩაიწერება, ხოლო სუროგაცია და ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანა აიკრძალება. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ელემენტარული საღი აზრი რომ კანონით გახდება დასაცავი. ასეთ პრობლემებს წარმოშობს უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე დიქტატი.
სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.