Euractiv: სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომ კონსტიტუციაში ანტი-LGBT ცვლილებების შეტანის თაობაზე საკამათო კენჭისყრაში გაიმარჯვა

სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში ბიოლოგიური სქესის ჩაწერას, სუროგაციისა და ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის აკრძალვას გულისხმობს. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.
გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით სლოვაკეთის ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე უპირატესი გახდება.
ცვლილებებს პარლამენტის 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო შვიდი წინააღმდეგი იყო. ცნობილია, რომ კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კოალიციას კანონის მისაღებად ორი ხმა აკლდებოდა. საბოლოო ჯამში, კანონპროექტს ოპოზიციური კონსერვატიული პარტია „გნუტია სლოვენსკოს“ ორმა დეპუტატმაც დაუჭირა მხარი.
როგორც Euractiv წერს, კანონპროექტის მიღებამდე სლოვაკეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიცაა ვენეციის კომისია, აკრიტიკებდნენ. ვენეციის კომისიაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტის ზოგი დებულება ბუნდოვანია, რამაც, შესაძლოა, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება გააუარესოს.