შალვა პაპუაშვილი: სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში, ან აქ სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა
ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, გახდა თუ არა ახალი ინიციატივის - კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით, წყარო სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.
„არა, უბრალოდ [სალომე ზურაბიშვილის განცხადებები] კარგი ვიზუალიზაციაა, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საზრუნავი და საფიქრალი არიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს უკვეთენ საქართველოში, მართავენ, სტიპენდიებს უნიშნავენ შემდეგ ასეთ ადამიანებს, აფინანსებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა.
სალომე ზურაბიშვილი თავიდან არ აპირებდა პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას, შემდეგ როდესაც გამოვიდა, თქვა, რომ თავისი ლეგიტიმაცია მასთან ერთად მიაქვს და თავისი შტანდარტიც წაიღო. ამის შემდეგ მასთან მიდიოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხოელი ელჩები რომლებთანაც ის პოზირებდა პრეზიდენტის შტანდარტით.
4 ოქტომბრის და ჩვენი განცხადების შემდეგ, რომ 4 ოქტომბერში პოლიტიკური წვლილი მიუძღვით მათ, ვინც ასე ირიბად ახალისებდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტით პოზირებას, ამის შემდეგ არცერთი შეხვედრა არ ყოფილა ექსპრეზიდენტთან უცხოელი დიპლომატის. როგორც ჩანს, გააცნობიერეს თუ რა შარში აღმოჩნდნენ საკუთარი ქცევით. ვინც საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებს, მას მიემართება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.