Loading data...
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმ კამპანიის შესახებ, თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.

როგორც ცნობილია, სუსმა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გივი თარგამაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.

„მე მგონი, საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში. ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება. ასე რომ არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულებაში, მასაც წარადგენენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად საქართველოში კეთდება, არის უცხო ძალების საბოტაჟი და დივერსია.

„ეს არის იგივე სქემა, რომელიც გამოყენებული იყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. ეს არის იგივე სქემა, იგივე ადამიანები, ქართველი ყორღანაშვილები, რომლებიც დგანან უცხო ძალების სამსახურში და საკუთარ სამშობლოს ქმნიან დარტყმის ობიექტად. ეს არის რეალობა. მეხუთე კოლონა, რომელიც ჩვენ შიგნით გვყავს და ამაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ, რომ რამდენად ფესვგამდგარია უცხო ძალების სასარგებლო საბოტაჟი და დივერსია საქართველოში.

ეს არის ჩვეულებრივი დივერსია, როდესაც ჩვენს შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის და არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. ასე რომ ეს არის ფაქტი და აქედან უნდა ამოვიდეთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.