შალვა პაპუაშვილი: როდესაც გერმანიის ელჩი პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ

„მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
პაპუაშვილი აღნიშნავს, მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან.
„მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან.
ამიტომ, ელჩის მხრიდან, საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე.
აკრედიტებული დიპლომატის მიერ, მასპინძელ ქვეყანაში, ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.