Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ომი, რომელსაც უკრაინა 4 წელია აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი, ამ ომის ბოლოს ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის მიღებას ნატოში

„ეს არის ის, რომ ომი, რომელსაც უკრაინა 4 წელია აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი, ამ ომის ბოლოს ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის მიღებას ნატოში“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ბორის ჯონსონის განცხადებას, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო.

მისი თქმით, მავნებლობაა, როდესაც ქვეყანას უქმნი აღქმას, რომ ის, ღია კარის წინ დგას და მალე შეაბიჯებს მაშინ, როდესაც მის მიღებას ნატოში არც კი აპირებ.

„ჩვენ გვესმოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ყოველ წელს გვესმოდა - „ღია კარი“ და რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ გახდება აუცილებლად წევრი და ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატოში. ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, რომელიც შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა.

და მეორე, ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, რომ აი, სადაც არის, აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, ცოტაც და შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა 2008 წელს გააკეთა, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ.

საბოლოო ჯამში საქმე -საქმეზე, რომ მიდგა, ომი, რომ დაიწყო არც ერთი ნატოელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს, კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ვხედავთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.