შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
მისი თქმით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის საფუძველი შექმნა.
„ვულოცავ მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
Congratulations to Mihaela Dotsova on her election as Speaker of the National Assembly of #Bulgaria. I look forward to further strengthening of the partnership between the legislative bodies of our countries. The historical friendship and cultural affinity between our nations…
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 30, 2026