შალვა პაპუაშვილი: ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში
საქართველო არ არის გლობალური ძალა, რომ გლობალური პროცესების შეფასებას ჩვენი მხრიდან რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, ყველა მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი, როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს და ასეთი პოლიტიკით, ვეღარასდროს გახდება გლობალური ძალა.
„აი, ეს არის, რასაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რაზეც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. უცხო ქვეყნების დროშების ფრიალის ნაცვლად, ხელში ავიღოთ საქართველოს დროშა. ყველა მიუბრუნდეს ქართულ ღირებულებებს. ჩვენ შევხედეთ, უცხო ღირებულებებმა რა ქნა.
მივხედოთ ქართულ ღირებულებებს, დავეყრდნოთ იმას, რასაც თუნდაც პატრიარქი გუშინდელ ეპისტოლეში ამბობს, ბევრ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით, იმ ზიზღის ენასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არის და ასე გავიხედოთ წინ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს დაკავებას, „ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში“.