1764088290
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი კაია კალასთან შეხვედრაზე მარკო რუბიოს უარის შესახებ - ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს აცხადებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ კაია კალასთან ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე.
„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული“, - აცხადებს პაპუაშვილი.