Loading data...
შალვა პაპუაშვილი - იმედი გვაქვს, ხმელთაშუა ზღვის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება, რეგიონალურ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

„ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას და იმედი გვაქვს, დადებითი შედეგი გვექნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, რეგიონალურ თანამშრომლობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ, იმედი გვაქვს, შემდეგ ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველა აქ, ამ ასამბლეაზეც აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონალურ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო, რადგან გამოწვევები არის მსგავსი. რეგიონულ პლატფორმებზე მოთანამშრმლე ქვეყნებმა იციან ეს გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მეტი შესაძლებლობა, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ამ ასამბლეაში მონაწილეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მოტენეგროში გამართულ შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ.

„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში, მქონდა შესაძლებლობა, ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შევხვედროდი, გვესაუბრა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ გვექნება თამნამშრომლობა, ვიზიტების გაცვლა. ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ამ გზას. ვისაუბრეთ იმაზე, რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც, სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა, ის, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენ დასახულ გეგმას. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, დღეს გვექნება ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ასევე ვისაურებთ ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებსა და გამოწვევებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.