Loading data...
შალვა პაპუაშვილი: გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიანესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება

ამ მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში, ვიდრე არ ვიხილავთ მზაობას დიალოგისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიანესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ ესწავლებათ.

„ამასთან დაკავშირებით განცხადებაც მქონდა, რომ ამ მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში, ვიდრე არ ვიხილავთ ჩვენ მზაობას დიალოგისთვის. ფაქტია, აქაც ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით. გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე და ასტრახანში დაბადებული, გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპარაკებიან ევროპის სახელით. რა არის საერთოდ, თუ არა ის მომენტი, რომ შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. აი, ამის მაგალითები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე საბჭოთა სტილით უყურებენ საქართველოს და ჰგონიათ, რომ მათი მოსათვინიერებელია ქართველი ხალხი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლ რასა იუკნევიჩიანესგან და ასტრახანში დაბადებულ-გაზრდილ სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.