Loading data...
შალვა პაპუაშვილი „გირჩისა“ და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრაზე: უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია, ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებისა და დღის წესრიგის ინფორმაციის მფლობელი არ გახლავართ“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, მისთვის ცნობილია თუ არა, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი „გირჩს“ შეხვდა.

„მე ასეთი შეხვედრის არც მონაწილე ვარ და არც რაიმე ვიცი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „გირჩის“ განცხადებიდან შეიტყო.

„უჩვეულო რატომ არის ასეთი შეხვედრა?! „გირჩის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენც არაერთხელ გვქონია. ის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იყოს, ამაში ან გასაკვირი, ან უჩვეულო რა არის?!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.