შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს
„ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
„ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე. რასა იუკნევიჩიენე, ადამიანი, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალხზე ფაშისტურ განცხადებებს რომ გააკეთებს ადამიანი, მასთან რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს, ვაკვირდებით. გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც აქეთ გვესარჩლებიან. ადამიანი შეიძლება, გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან.
ევროპარლამენტარი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია არის. თავის შემადგენლობითაც კი რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიენე გორბაჩოვის პერესტროიკის თანამებრძოლი ზის, ის რომ არის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია მე მგონი ფაქტია. ასე უნდა შევხედოთ. გადავახვიოთ ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობებისა და ნახავთ რომ ერთი ერთში არის ესთეტიკაც და გვარები, სახელები, წარმომავლობა,ყველა ერთნაირი ხალხი არის, ვინც იქ არის“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.