Loading data...
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოზე: იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული

„იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული“, - განუცხადა ევროკავშირის საელჩოზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

იგი „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ რაციის ჩანაწერების ფაქტს გამოეხმაურა. კითხვაზე, არის თუ არა ვიდეოჩანაწერები დასტური იმის, რომ პროცესები ხალხის მიერ სპონტანურად ვითარდებოდა, პაპუაშვილმა საზოგადოებას რუსთაველზე გასულ წელს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, ასევე, პარტიისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკები.

„ახლაც სხედან და სასჯელს იხდიან ცეცხლაძე და სხვა მსგავსი ტერორისტები, რომლებიც პირდაპირ გეგმავდნენ და ინსტრუქციებს გასცემდნენ, როგორ უნდა მოაწყონ ბარიკადები, თავდასხმა როგორ განახორციელონ, როგორ უნდა კოორდინირდნენ, ჯგუფები ჩამოაყალიბოს და ყველა ეს გარედან მხარდაჭერილი ჯგუფები ამით იყო დაკავებული. ჩვენ ვხედავდით, პირდაპირ პარლამენტის შენობაზე როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა - 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად, ვირტუალური ომი და პარლამენტის დაწვის მცდელობა 35 წლის თავზე, სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა. ამას დღესაც ტაშს უკრავენ ზოგიერთი უცხოელები.

გახსოვთ, ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს, მათ შორის, ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებაზე. ფოტოებზე პირდაპირ ასახულია ძალადობა და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად. ამიტომ არის, რომ დღემდე ევროკავშირის ელჩს ვერ დააცდევინა ვერავინ ძალადობის დაგმობა, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, ამიტომ ვერ დავაცდევინეთ ვერც ერთხელ ჩვენს შეხვედრებში, მათ შორის სხვადასხვა უცხოელთან, რადგან იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული ძალადობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.