Loading data...
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება

ზოგადად, მისასალმებელი ის პოზიცია, რომელიც მეწარმეებს და ბიზნესს აქვთ. ამ შეხვედრებიდან რაც უკვე გვესმის, არის მზაობა, რომ კონსტრუქციულად გააზრებული იყოს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვინაიდან არსებობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით ფასების დარეგულირება საერთო სახალხო საკითხია, რაშიც პარლამენტს ერთ-ერთი მთავარი როლი ექნება.

ამასთან, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს.

„როდესაც ბიზნესს აქვს შექმნილი კარგი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და საქართველო ამ მხრივ არის ლიდერი, როდესაც მას სახელმწიფო, ხელისუფლება, კანონმდებლობა, საზოგადოება უქმნის პირობებს ბიზნესის საწარმოებლად, იმიტომ რომ არის დაბალი გადასახადები, იმიტომ რომ არის გასაგები კანონმდებლობა, იმიტომ არის სწრაფი სერვისები, იმიტომ რომ არის დაბალი კრიმინალური მდგომარეობა, ამ ყველაფრის გამო, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება და აქვს კარგი შემოსავალი, ნიშნავს, რომ ამავე დროს არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალურ პასუხისმგებლობით იმოქმედებს და იქ სადაც შეიძლება იყოს ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აჰყვებიან.

ჭარბი მოგებისკენ სწრაფვა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა. იცით, რომ ამ მხრივ პარლამენტში კომისია უკვე შეიქმნა.

ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება იყოს ამ ყველაფრის მონაწილე, მან თავად იხილოს, მოისმინოს როგორ არის მოწყობილი ფასის წარმოქმნის სისტემა, ამ ჯაჭვში ვინ არის ჩართული და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, რა შეუძლია ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთოს, რა შეგვიძლია ჩვენ საკანონმდებლო რეგულაციით გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ ეს საერთო სახალხო საკითხია და ამიტომ პარლამენტი ამის მთავარი მონაწილე იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.