1763810138
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელში იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ, ეს არის დიალოგისგან სუსტის გაქცევა
ბრიუსელში იციან, სუსტები არიან არგუმენტებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტი არ აქვთ, ეს არის სუსტის გაქცევა დისკუსიისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ მოისურვა ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტების მოსმენა?
„იციან, როგორც კი სიმართლეს შეეხება ის დეზინფორმაცია და ცრუ ნარატივები, რომლებსაც ბრიუსელი ასე რუდუნებით აკოწიწებს ხოლმე, იმ მომენტშივე ჩამოიმსხვრევა მათი ნარატივები. იციან, სუსტები არიან არგუმენტებით. იციან, სიმართლეს ვერაფერს დაუყენებენ წინ. ეს არის სუსტის გაქცევა დისკუსიისგან. იციან, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.