Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილისწამებით ესხმიან თავს აშშ-ის საელჩოს

სამარცხვინოა, რომ, მათ შორის, ევროპიდან ჩრდილოვანად დაფინანსებული მედიები დღეს ცილს სწამებენ აშშ-ის საელჩოს და ინსინუაციებს იგონებენ, თითქოს აშშ-ის საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წერა-კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტის ცოდნა, რომ საქმის არსი გაიგო.

„ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე, რომ ცილი დასწამონ და ქართველი ხალხი განაწყონ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ – ეს არის ზუსტად ჩამოგდება იმ ბოროტი განზრახვისა, რომელსაც ბრიუსელის მიერ დაფინანსებული მედიები დღეს პირდაპირ ამ ცილისწამებით თავს ესხმიან აშშ-ის საელჩოს.

ჰკითხეთ თავად აშშ-ის საელჩოს. ყველამ იცით საელჩოს მისამართი, მათი პრესმდივნებიც იცით, ჰკითხეთ და გიპასუხებენ. ეს ინსინუაციები არის თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.