1767781557
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ასეთი ევროკავშირის წევრობა არ გვინდა ჩვენ, რასაც ვუყურებთ ბრიუსელს, ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს ბრიუსელი
ასეთი ევროკავშირის წევრობა არ გვინდა ჩვენ, რასაც ვუყურებთ ბრიუსელს. ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს ბრიუსელი, იყოს დემოკრატიული, სუვერენიტეტის პატივისმცემელი, იყოს ევროპული ღირებულებების პატივისმცემელი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპული ცივილიზაციის საფუძველში ქრისტიანობა დევს და როდესაც ამ იდეოლოგიას აყალბებ და ქმნი ყალბ ალტერნატიულ იდეოლოგიას, ევროკავშირი უკვე ევროპა აღარ არის.
„სამწუხაროდ, ევროპული კავშირი დღეს მხოლოდ სახელით არის ევროპული და სულ უფრო ნაკლებად რჩება მასში ევროპული ცივილიზაციის ნიშნები ბრიუსელის არ არჩეული ბიუროკრატების წყალობით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.