Loading data...
შალვა პაპუაშვილი: არჩევანი დგას - ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას შორის

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა არავის ინტერესი არ დააყენა და სწორედ იმიტომ, დღეს ვართ ლამის ერთადერთი მშვიდობის კუნძული ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში და გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის.

„ამიტომაც, 26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მარტივი და ცხადი არჩევანი ექნება. ვინაიდან არჩევანი დგას - ომსა და მშვიდობას, ნგრევასა და წინსვლას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.