შალვა პაპუაშვილი: არანაირი მესამე სექტორი არ არსებობს, ისინი საქართველოში უცხო ქვეყნების, მათ შორის სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად მოქმედებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა, რომ არასამთავრობოების მიზანია, საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში მესამე სექტორი რადიკალები არიან.
„არანაირი მესამე სექტორი არ არსებობს, მათ მითვისებული აქვთ სახელდებები, სინამდვილეში ისინი არიან უცხოური ორგანიზაციები და ქვეყნების მიერ დაქირავებულები, რომელთაც აქვთ ერთადერთი მიზანი - საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება. ვნახეთ მათი ქცევა, ვნახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიიღეს. რაც არის სამოქალაქო ვალდებულება, ისიც კი არ შეასრულეს იმიტომ, რომ არიან რადიკალი, ექსტრემისტი ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ უცხო ქვეყნების, მათ შორის სპეცსამსახურების დავალებების შესასრულებლად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.