Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა - ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე

ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს, შეფასებისგან თავს შეიკავებს და ევროკავშირის საელჩოს პოზიციას დაელოდება.

„ხელისუფლება „მოღალატეა“, „რუსის სტავლენიკი“, „სიმსივნე„ - ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.

შეფასებისგან, დღეს, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე“, - წერს პაპუაშვილი.