Loading data...
შალვა გოგოლაძე: პრეზიდენტი დაესწრება ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნას - მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობას. ასევე იგი მიწვეულია იტალიის პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ მიღებაზე, - ამის შესახებ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მილანში ვიზიტი მნიშვნელოვანია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერის კუთხითაც.

„დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნას. მისი აქ ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.