„სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
„სერბეთის სასახლეში“ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრა, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცის და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 19 დეკემბერს დასრულდება.