1763019766
პოლიტიკა
სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და სასჯელი აქვს მოსახდელი, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, სააკაშვილის გადაყვანა სწორი გადაწყვეტილებაა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.
„ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.