სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია არის „ნაცმოძრაობის“ და მათი მფარველი პოლიტიკური ჯგუფების მოლაპარაკების შედეგი

„ეს რეზოლუცია არის „ნაცმოძრაობის“ და მათი მფარველი პოლიტიკური ჯგუფების მოლაპარაკების შედეგი“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ქართულ საზოგადოებასთან მისასვლელი პირი დიდი ხანია დაკარგა.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ პარტნიორები მათ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
„ამ შემთხვევაში ჩანს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში არ სურთ, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მასში მიიღონ მონაწილეობა. თუ წინა რეზოლუციაში საუბარი იყო იმაზე, რომ კარგი იქნება რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ახლა ნათელია, რომ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
ნათლად ჩანს ის, რომ ქართულ ოპოზიციას ერთადერთი იმედი დარჩენილი აქვს სწორედ მისი უცხოელი მეგობრების თუ პარტნიორების, რადგან ქართულ საზოგადოებასთან მისასვლელი პირი მათ უკვე დიდი ხანია დაკარგეს“, - აღნიშნავს სამხარაძე.