Loading data...
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, მას, ასევე, დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა.