1793219610
პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
